ლიონელ მესი სასამართლოს წინაშე წარსდგება. საფეხბურთო კლუბ ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერს გადასახადების დამალვაში ედავებიან. პროკურატურის ბრალდებით, ლიონელის მამამ ხორხემ 2007-2009 წლებში შვილის გამოსახულების სარეკლამო მიზნით გამოყენების უფლება ლათინურ ამერიკაში გაყიდა, რითაც ესპანური გადასახადები თავიდან აიცილა. ამის გამო ესპანეთმა 4 მილიონი ევრო იზარალა. უფროსმა მესიმ 5 მილიონი ევროს გადახდას უკვე დათანხმდა და სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მისმა შვილმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.