ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ქალაქების ნაწილი ამ წლის აგვისტოში გაიხსნება.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ქალაქების მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ნაწილის მშენებლობა ერთი წლის თავზე, ამ წლის აგვისტოში დამთავრდეს. კერძოდ კი საუბარია, ზნაურის ოკუპირებული რაიონის სოფელ მუგუთში მშენებარე სამხედრო ქალაქზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები გასული წლის 20 აგვისტოს ჩრდილო ოსურმა კომპანია "ტურმა" დაიწყო.
ოსი სეპარატისტების განცხადებით, მათი მიზანია სამხედრო ქალაქების მშენებლობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რომ ე.წ. საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს.