ფიფას პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ 16 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ BBC იტყობინება. საბოლოო თარიღს ფიფას ხელმძღვანელობა ივლისის ბოლომდე დაასახელებს. არჩევნები ციურიხში ჩატარდება. ვადამდელი არჩევნები ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ფიფას პრეზიდენტად ახლადარჩეულმა იოზეფ ბლატერმა კორუფციული სკანდალის გამო პოსტი დატოვა.