ავსტრიის ქალაქ ლინდსში საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის 57-ე წუთზე ლასა დვალმა ლორიას საჯარიმოში ბურთი უხერხულად დაუბრუნა. ბურთი ძელს მოხვდა, რითაც მეტოქე გუნდის ფორვარდმა არტიომ კრავეცმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 10 წუთში ანგარიში ორამდე კონობლიანკმა გაზარდა, 81-ე წუთზე კი უკრაინელთა კარში მათე ვაწაძემ თავურით შეაგდო.