მსოფლიოს პირველი ჩოგანი რონალ გაროსის ფინალში დამარცხდა. საფრანგეთის ღია პირველობის საფინალო ტურში ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან წააგო. შეხვედრა ანგარიშით 4:6, 6:4, 6:3, 6:4 დასრულდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 10,4 მილიონ ევროს შეადგენს.