რუსეთსა და კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების საკითხი შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ ფიფას აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარემ დომენიკო სკალამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ დამტკიცდება, რომ რუსეთმა და კატარმა ხმები იყიდეს, კენჭისყრის შედეგები საერთოდ გაუქმდება, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. კორუფციულ სკანდალში ფიფა მას შემდეგ გაეხვა, რაც შვეიცარიის პოლიციამ კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა.