ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს ტურინის იუვენტუსი კატალონიურ ბარსელონას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბერლინის ოლიმპიურ არენაზე გაიმართება და მას თურქი ჯუნეიტ ჩაკირი უმსაჯებს. გამარჯვების შემთხვევაში ორივე კლუბი ჰეტ-ტრიკის ავტორი გახდება. ბარსასაც და იუვენტუსსაც ეროვნული ჩემპიონატი და ეროვნული თასი აქვთ მოგებული. ტურინელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ. ტრავმის გამო გუნდს ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმარება, რაც იუვენტუსის დაცვის ხაზს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.