ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილ თავდამსხმელს, რონალდოს ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ გამოცემა „ფოლა დე სან პაულო“ იტყობინება. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, რონალდო იმედოვნებს, რომ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ბრაზილიის კონფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ მარკო პოლო დელ ნეროზე ზეწოლას მოახდენს და პოსტის დატოვებას აიძულებს. თავად დელ ნერო აცხადებს, რომ ფიფას კორუფციულ გარიგებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.