მილანის მწვრთნელის პოსტს სინიშა მიხაილოვიჩი ჩაიბარეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Foofball Italia იტყობინება. ოფიციალურ განცხადებას კლუბის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ ხვალისთვის გააკეთებს. სერბმა ყოფილი კლუბი „სამპდორია“ უკვე დატოვა. ის მილანის მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის ჩაანაცვლებს, რომლის თავკაცობისას სატურნირო ცხრილში 10-ე ადგილს ვერ გასცდა.