საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედ კოლეგას, სტეფან ლოფენს, შვედეთის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს და შვედ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„სიხარულით აღვნიშნავ ბოლო წლებში საქართველოსა და შვედეთს შორის დამყარებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, ურთიერთგაგებისა და ნდობის მაღალ დონეს. ჩვენ დიდად ვაფასებთ შვედეთის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოსა და შვედეთის სამეფოს ინტერესების სასარგებლოდ“,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.