ფიფას ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩაკ ბლეიზერმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბრალდებულის განცხადებით, მან და მისმა რამდენიმე კოლეგამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ სოლიდური თანხა აიღეს. კორუფციის, გამოძალვის, თაღლითობისა და ფულის უკანონო გათეთრების ბრალდება ამერიკულმა მხარემ ფიფას 14 მაღალჩინოსანს წაუყენა. კორუფციული სკანდალის გამო პოსტის დატოვება ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერსაც მოუხდა.