ვენესუელას პრეზიდენტი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე დიეგო მარადონას არჩევის ინიციატივით გამოდის. „დიეგო ფიფას ხელმძღვანელობას წლების მანძილზე აკრიტიკებდა და მუდმივად საუბრობდა ფიფას სტრუქტურებში არსებულ განუკითხაობაზე. ისინი კი მარადონას დასცონოდნენ და ემუქრებოდნენ. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთს სათავეში სწორედ მარადონას ტიპის კეთილსინდისიერი ადამიანები უნდა ჩაუდგნენ,“-განაცხადა ნიკოლას მადურომ.