ფიფას პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკული მხარე შეისწავლის. იოზეფ ბლატერს ჯორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურდა, თუმცა სამართალდამცავები მისი საქმიანობით დაინტერესდნენ. კორუფციის, თაღლითობისა და ფულის უკანონო გათეთრების ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი გასულ კვირას დააკავა. ამის შემდეგ ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მე-5 ვადით აირჩიეს, თუმცა გვიან ღამით მან თანამდებობა დატოვა.