მთლიანი შიდა პროდუქტი 2010 წელს სავარაუდოდ, 3 დან 5 % მდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავიდან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 2 % ზე იყო დაგეგმილი, თუმცა პირველი კვარტლის შედეგების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ ზრდა 3 დან 5 % მდე დაფიქსირდება.
პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ დადებითი მომენტია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ზუსტი მაჩვენებელი კი სავარაუდოდ მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.