მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში 17 % ით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ზრდის ტემპი საკმაოდ დადებითია.
გილაურმა დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის მაჩვენებელთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელთან კველაზე ახლო კოროლაციაშია.
პრემიერის განცხადებით, დღგ-ს ბრუნვოის მაჩვენებელი 2010 წლის იანვარში წინა წლის იანვართა შედარებით 12 % ით გაიზარდა. თებერვალში კი წინა წლის თებერვალთან შედარებით 17 %-ით, ხოლო მარტში წინა წლის მარტთან 23 %-ით.