2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე თამბაქოს მოწევა იკრძალება. საგანგებო განცხადებას უეფა საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის 10 სტადიონზე, სადაც ევროპის პირველობის თამაშები უნდა ჩატარდეს, თამბაქოს მოწევას ვერავინ შეძლებს. ახალ განაწესს 6 ათასზე მეტი მოხალისე გააკონტროლებს, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან.