31 მაისი ქართველ მოხალისეთა დღედ დაწესდა. როგორც "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეებმა "ახალი თბილისის" სპორტული არენების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. 300-მა მოხალისემ ხეები და ბუჩქები დარგო, მათ საპატივცემულოდ გამწვანებულ სკვერებს კი "მოხალისეთა პარკი" დაერქვა.
"2000 ახალგაზრდა უანგაროდ ემსახურება ქვეყანას. ისინი მზად არიან ღირსეულად ჩაატარონ ევროპის ოლიმპიური ფესტივალი. ამიტომ 31 მაისს ქართველ მოხალისეთა დღედ ვაწესებთ და ამ დღეს ყოველ წელს ავღნიშნავთ", - განაცხადა "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახველდიანმა.
მოხალისეთა დღე კუს ტბაზე გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები იმართება.