მსოფლიოს პირველი ჩოგანი როლან გაროსის ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში ლიქსემბურგელი ჟილ მიულერი დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით 6:1, 6:4, 6:4. დასრულდა. შემდეგ ტურში ჯოკოვიჩი 19 წლის ავსტრალიელ ჩოგბურთელს, ტანასი კოკინაკისს დაუპირისპირდება.