ფიფას გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს რუსეთის მთავარი ლიბერალი გამოეხმაურა. ვლადიმერ ჟირინოვსკის თქმით, ფიფას მაღალჩინოსნების დაკავება წმინდა წყლის პროვოკაციაა, რომელიც იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ არის მიმართული. „თუ დაკავება უნდოდათ, ისინი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაეკავებინათ და არა 2 დღის წინ, როდესაც არჩევნები კარს იყო მომდგარი. ეს იყო პროვოკაცია ბლატერის წინააღმდეგ. მას იმის გამო ებრძვიან, რომ რუსეთისადმი კარგად არის განწყობილი,“-აღნიშნა ჟირინოვსკიმ.