ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში დიღმის ჭალებში მშენებარე ტანვარჯიშის დარბაზში სატესტო შეჯიბრება „საქართველოს ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშში“ გაიმართა.
დღეს ტანვარჯიშის სატესტო ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ესწრებოდნენ. შეჯიბრებაში რუსეთის, ბელორუსიის, ხორვატიის, შვედეთისა და საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
როგორც ტანვარჯიშის მწვრთნელმა რუსუდან სიხარულიძემ აღნიშნა, სატესტო შეჯიბრება მსაჯებისა და საოგანიზაციო კომიტეტისთვის წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მომავალი ოლიმპიური ფესტივალისთვის.
ღონისძიებას საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ქ.თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძე ესწრებოდა.
სატესტო ტურნირი 30 მაისს დასრულდება.