რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა პეტერბურგის მე-5 საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც სისხლის სამართლებრივ საქმეებში ურთიერთთანამშრომლობასა და მსჯავრდებულთა ექსტრადიციაზე შეთანხმდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი გეერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ, ხოლო რუსული მხრიდან რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრ კონოვალოვმა მოაწერა.
მსგავსი სახის შეთანხმება რუსეთმა კამერუნთან, ლაოსთან და შრი-ლანკასთანაც გააფორმა.