კორუფციული სკანდალის გამო ფიფას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო საფეხბურთო ასოციაცია კორუფციის აღმოსაფხვრელად ქმედით ზომებს არ მიმართავს, კომპანია ვიზამ შესაძლოა ფიფასთან კონტრაქტი გაწყვიტოს. კორუფციის ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. მათ ბრალად ბოლო 10 მილიარდამდე დოლარის მითვისებაში ედებათ.