ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ფიფას მაღალჩინოსანთა დაკავებებს თვალს სიამოვნებით ადევნებს. „როცა მე ფიფაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობდი, მათ არანორმალურად გამომაცხადეს. დღეს კი ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ახლა ვზივარ და განვითარებული მოვლენებით ვტკბები. მათ ფეხბურთი არ უყვარდათ და ხალხს ატყუებდნენ,“-განაცხადა მარადონამ.