ლონდონური ჩელსის თავკაცმა კონკურენტ კლუბებს დაცინა. ჟოზე მაურინიოს ცინიზმის ობიექტი მანჩესტერ იუნაიტეტი და არსენალი გახდა. „არიან კლუბები, რომლებმაც არ იციან, კარი სად არის. მათ ბურთი მოედნის ერთი მხრიდან მეორეზე გადააქვთ, აკეთებენ გადაცემებს, დარბიან, მაგრამ გოლები ვერ გააქვთ. მათ ასეთი თამაშით სურდათ ჩემპიონობა, მაგრამ ფიფამ მათ უთხრა, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, ტიტული ჩვენ მოვიპოვეთ,“-განაცხადა მაურინიომ. პორტუგალიელის შეგირდებმა წელს ინგლისის ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდეს.