ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა არ გაიყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე, რომელზედაც დღეს ი. აბაშიძის # 70-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, განაცხადი არც ერთ მყიდველს არ წარუდგენია.
სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო წლების განმავლობაში განთავსებული ფინანსთა სამინისტრო.
აუქციონზე ობიექტის საწყისის გასაყიდი ფასი 6 მლნ აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.