მსოფლიოს მეორე ჩოგანი როლან გაროსზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მარია შარაპოვას თქმით, იმას, რომ ესტონელი მეტოქის გულშემატკივრები მას უსტვენდნენ, აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. კაიი კანეპი შარაპოვამ 2 სეტში 6:2, 6:4 დაამარცხა და კორტები სწრაფად დატოვა.