მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.2 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგნოზშია აღნიშნული.
ადრე სავალუტო ფონდი 2010 წელს, მსოფლიო ეკონომიკის 3.9 პროცენტით ზრდას ვარაუდობდა.
ფონდს 2011 წლის პროგნოზი არ შეუცლია და იგი 4.3 პროცენტზე შენარჩუნდა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა მაღალ საბიუჯეტო დეფიციტს უკავშირდება, რომელიც ბევრ ქვეყანაში ანტიკრიზისული პროგრამების განხორციელების შედეგად გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ყველაზე სწრაფად ჩინეთის ეკონომიკა განვითარდება - 2010 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2011 წელს - 9 პროცენტით.