რუსული ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველ სამ თვეში მცირდება.
როგორც ~ბიბისი~ იუწყება, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცამებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 0.6 პროცენტი შეადგინა. გასული წლის მეოთხე და მესამე კვარტალში კი, ეს მაჩვენებლი შესაბამისად, 1.7 პროცენტსა და 2 პროცენტს შეადგენდა.
მიუხედავად ეკონომიკის აღდგენის ტემპის შემცირებისა, სამინისტრო იმედოვნებს, რომ ზრდა გაგრძელდება.
აპრილში რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო მომატების მიმართულებით ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. ამ დროსითვის არსებული პროგნოზებით კი, მიმდინარე წელს რუსეთში მშპ-ს ზრდა 3.1 პროცენტს შეადგენს, ბარელ ნავთობზე 65 აშშ დოლარის ფასის პირობებში.
რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს შესაძლოა, ეკონომიკის ზრადმ 4 პროცენტი შეადგინოს. 2009 წელს კი, რუსეთში ეკონომიკა 8 პროცენტით შემცირდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით რუსეთში მშპ წელს შესაძალოა, არა ადრე ნავარაუდევბი 3.6 პროცენტით, არამედ 4 პროცენტით გაიზარდოს. 2011 წლისთვის კი, ეს პროგნოზი 3.3 პროცენტმადე მცირდება.