2015 წლის მსოფლიო ალაფის გამარჯვებული უმცროსი ბორჯღალოსნები უკვე საქართველოში არიან. 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. გამარჯვება ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ მიულოცა. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2016 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს.