რუსეთის ტუროპერატორები აფხაზეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნის ზრდას აფიქსირებენ. "გაყიდვების მაჩვენებელმა გასულ წელთან შედარებით 30 % მოიმატა", _ აცხადებენ ტუროპერატორები.
თავის მხრივ სეპარატისტული აფხაზეთი დიდი იმედით ელის, რომ მიმდინარე წლის საკურორტო სეზონი წარმატებული იქნება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, გასულ წელს 2008 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 15-20 % იყო გაზრდილი და 1 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. მათგან დაახლოებით 100 000 ტურისტი აფხაზეთში საგზურების მეშვეობით იმყოფებოდა, 185 000 ერთდღიანი ექსკურსიით, ყველა დანარჩენი კი კერძო სექტორში ისვენებდა.
მათივე ინფორმაციით, სეპარატისტულ აფხაზეთში გახსნილია 15 ახალი განთავსების ობიექტი, რომლებმაც ბაზა 1 500 ადამიანით გაზარდა.