ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში ჰალ სიტიმ მანჩესტერ იუნაიტეტთან ნულოვანი ფრე ითამაშა და პრემიერ-ლიგას დაემშვიდობა. მანამდე ელიტური დივიზიონი ბერნლიმ და ქუინზ პარკ რეინჯერსმა დატოვეს. მანჩესტერ იუნაიტეტმა სეზონი 4-ე პოზიციაზე დაასრულა. ჩემპიონის ტიტული კი ლონდონურმა ჩელსიმ მოიპოვა.