„ატლეტიკო პარანას“ ფეხბურთელი კრისტიან გომესი „ბოკა უდინოსთან“ შეხვედრაში სტადიონზე გარდაიცვალა. მატჩის 23-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა. 27 წლის სპორტსმენი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გომესის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.