სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს მარნეულის რაიონში, ბოსტნეულის ჩითილების თანამედროვე მეთოდით გადარგვის პროცესს გაეცნო.
აღნიშნული მეთოდით, გარდგვისას ნიადაგს პარკს აფარაბენ, რაც სარეველების ამოსვლას უშლის ხელს.
~ეს მეთოდი საქართველოსთვის ახალია. ვიმედოვნებთ, მას სხვა ფერმერებიც გამოიყენებენ, რაც საშუალებას მისცემს აწარმოონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქტი ერთ ჰექტარზე. ეს კი, თავის მხრივ, ბაზარზე ბოსტნეულის დაბალ ფასს განაპირობებს", - განაცხადა კვეზერელმა.
ლევან ქომეთიანის განმარტებით, რომელიც აღნიშნული დარგის სპეციალისტია, აღნიშნული მეთოდით ჩითილების გადარგვა დადებითად აისახება, როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ასევე მის ხარისხზე.
~ნაყოფს ნიადაგთან შეხება არ აქვს, ის არ ლპება და არ ფუჭდება. მცენარეც უფრო ძლიერია და გაცილებით მაღალი ხარისხის ნაყოფის მოცემა შეუძლია~, - განაცხადა ქომეთიანმა.
აღნიშნული მეთოდის დანერგვა ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.