ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დღეს ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობას აუქციონზე გაყიდის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდება ი. აბაშიძის #70-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი.
ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 6 მლნ აშშ დოლარია, აქუციონის ბიჯი კი, 250 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
აუქციონი ეკონომიკის სამინისტროში 17:00 საათზე გაიმართება.