სანაკოევის ადმინისტრაციის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციის ეკონომიკური განვითარების ექს-მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის დაკავება, ჯავის რაიონში მცხოვრები მისი ნათესავები კოკოითის ოპოზიციასთან თანამშრომლობას უკავშირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციას პრესსამსახურის უფროსმა ია ბარათელმა განუცხადა, თეიმურაზ ჯერაპოვი ქუთაისში ცხოვრობდა, ჯავის რაიონში ნათესავები ჰყავდა და მათთან ადმინისტრაციაში ეკონომიკური მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს 2006-2008 წლებში ძალიან ხშირად დადიოდა. მას ოკუპირებულ რაიონში გადასვლაზე პრობლემა არასდროს არ შექმნია.
"64 წლის თეიმურაზ ჯერაპოვი ჯავის რაიონში და მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობა. მას ჯავაში ძალიან ბევრი ნათესავი ჰყავს და მათ მოსანახულებლად ხშირად დადიოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აღნიშნულ რაიონში ოსი სეპარატისტების ლიდერის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ ოპოზიცია განსაკუთრებით გაძლიერდა. ჯერაპოვის ნათესავებიც კოკოითის ოპოზიციაში არიან, სწორედ ამას უკავშირდება ყოფილი ეკონომიკის მინისტრის დაკავებაც", - აღნიშნა ბარათელმა.
მისვე თქმით, სეპარატისტების მიერ წაყენებული ბრალდება "2006-2008 წლებში ჩადენილი დანაშაული" მოგონილია, რადგან ამ დროს ჯერაპოვი სანაკოვეის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მუშაობდა და იგი ძირითადად კონფლიქტურ რეგიონში და მის მიმდებარე რაიონების ეკონომიკური ვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარებით იყო დაკავებული და მას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულია სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი. რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული პატიმრობაში იმყოფება და გამოძიებას ჩვენებას აძლებს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ ჯერაპოვს, 2006-2008 წლებში "ჩადენილი დანაშაულებებისთვის" ეძებდნენ.