ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციას ელოდებიან.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, დნესტნისპირეთის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის დელეგაციას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ იასტრებჩაკი უხელმძღვანელებს.
ცხინვალში დელეგაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი დომენტი კულუმბეგოვი მიიღებს, რის შემდეგაც სამამულო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
ამასთან, დაგეგმილია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრაც.