სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "ICAO" არ ადასტურებს სეპარატისტულ აფხაზეთში ბაბუშერას აეროპორტისათვის საერთაშორისო კოდის მინიჭების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადეს.
რეიმონდ ბენჟამინთან და რობერტ გონსალესთან ოფიციალური შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩმა გამართა.
ბათუ ქუთელიამ აფხაზეთში ამ მხრივ არსებული ვითარება გააცნო. ისაუბრეს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ფრენებსა და ამით ჩიკაგოს საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ფაქტზეც.
შეხვედრაზე საერთაშორისო ნორმების დარღვევისა და მსგავსი ფრენების თავიდან აცილების სამოქალაქო გეგმაც განიხილეს.
საქართველოს წარმომადგენელმა მოითხოვა " ICAO" წევრი ქვეყნებისაგან არ დაუშვას მსგავსი ქმედება მომავალში და შეიკავონ ბაბუშერას აეროპორტის მიმართულებით ფრენებისაგან თავი.
"პირველი რაც " ICAO" მხრიდან იქნა აღნიშნული და დადასტურებული იყო ის, რომ არანაირი მას აფხაზეთისათვის. რაც შეეხება ფრენებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ფრენები ეწინააღმდეგება ჩიკაგოს კონვენციას და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ჩვენ ჩვენი მოთხოვნები დავუყენეთ " ICAO " როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ეფუძნება გაეროს ფუძემდებლურ პრინციპებს, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი. ასევე ვისაუბრეთ იმ სამოქმედო გეგმებზე თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული, იმისათვის რომ მომავალში მსგავსი ფრენები აღკვეთილი იქნეს", _ განაცხადა ბათუ ქუთელიამ.