საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის პირველ მოადგილედ აკაკი ლოდია დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მოადგილეებად ასევე, დაინიშნენ რატი ბრეგვაძე და შალვა გოგოლაძე.
შეგახსენებთ, აკაკი ლოდია და რატი ბრეგვაძე მოადგილეების თანამდებობას ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის დროსაც იკავებდნენ. ყოფილი მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ ნუგზარ კევლიშვილმა დატოვა, რომელიც შალვა გოგოლაძემ შეცვალა.
უწყების ინფორმაციით, გოგოლაძე სამშენებლო კომპანია "არენამშენის" დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" დირექტორი იყო.