თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დამეგობრების დღე აღინიშნება, რომლის დევიზია "მშვიდობა ჩვენთან, მშვიდობა მსოფლიოში"
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ არდახანის გუბერნატორის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო მოწვევა, რათა აღნიშნული დღესასწაულის პროგრამაში, საკუთარი შემოქმედებით, დუშეთის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც მიიღოს მონაწილეობა.
ამავდროულად, დღესასწაულზე მოხდება ქალაქ არდახანისა და ქალაქ დუშეთის წარმომადგენელთა დამეგობრება, რომელიც შემდგომ კიდევ მეტად გაღრმავდება და განვითარდება.
მასპინძელი ქვეყნის წინაშე დუშელი მოზარდები ეროვნული ფოლკლორული პროგრამით წარდგებიან. გარდა ამისა, მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც ქართველი ბავშვები, ახლად დამეგობრებულ თანატოლებს საქართველოს შესახებ მოუყვებიან.