პირველად 1995 წლის შემდეგ, მადრიდის რეალის კალათბურთელებმა ევროპის ლიგა მოიგეს. სამეფო კლუბმა ფინალში ბერძნული ოლიმპიაკოსი დაამარცხა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 78:59 დასრულდა. მადრიდელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯეისი კეროლი იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.