შსს აკადემიაში გამართული "საზღვრის ერთიანი მართვის თასის " გამარჯვებული მინი-ფეხბურთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი გავიდა. გუნდები ერთმანეთს ოლიმპიური სისტებით შეხვდნენ. საფეხბურთო ტურნირი ორ დღეს გაგრძელდა. "საზღვრის ერთიანი მართვის თასის " გათამაშება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა.