მარია შარაპოვამ კიდევ ერთი პრესტიჟული ტიტული მოიპოვა. რომის ღია პირველობის ფინალში რუსმა ჩოგბურთელმა ესპანელი კარლე სუარეს-ნავარო დაამარცხა. შეხვედრა შარაპოვას გამარჯვებით 4:6, 7:5, 6:1 დასრულდა. 28 წლის რუსი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში 35-ე ტიტულია, რომის პირველობა კი მან მესამედ მოიგო.