ხვალ, 23 აპრილს, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი საგამოფენო ცენტრ ~ექსპო ჯორჯიაში~ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონიმიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გამოფენა საქართველოში მე-12 წელია იმართება და მასში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველ წელს მონაწილეობს.
წელს დეპარტამენტი გამოფენაზე განსხვავებული კონცეფციით წარდგება - სტენდზე საინფორმაციო ცენტრს წარადგენენ და დამთვარიელებელს ადგილზევე ექნება საშუალება, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს გადაადგილების, განთავსების და ზოგადად საქართველოს კურორტების შესახებ.