26 აპრილს სეპარატისტულ აფხაზეთს რესპუბლიკა ბაშკორტოსტანის პრემიერ-მინისტრი რაილ სარბაევი ეწვევა. სარბაევის ვიზიტი ორდღიანია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს სეპარატისტული აფხაზეთის ე.
წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბასა და ბაშკორტოსტანის საგარეო ეკონომიკური კავშირებისა და მეწარმეობის მინისტრის პირველ მოადგილეს რობერტ ვაგაპოვს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და რესპუბლიკა ბაშკორტოსტანს (რუსეთი) შორის 2010-2011 წლებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.