ბურუნდიში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი დააპატიმრეს. გენერალ-მაიორი გოდფრუა ნიიომბარე პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა. სახელმწიფო გადატრიალება ბურუნდიში გუშინ დაიწყო. ნიიომბარემ ქვეყანაში პრეზიდენტის არყოფნით ისარგებლა და პიერ ნკურუნზიზა პოსტიდან გადააყენა.