ლიბერტადორესის თასის 1/8 ფინალი ქომაგების ხულიგნობის გამო შეწყდა. ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის შეხვედრა რეფერიმ დროზე ადრე შეაჩერა. ამის მიზეზი გულშემატკივართა მიერ სტადიონზე გაშვებული ცრემლსადენი გაზი გახდა. შედეგად, რივერ პლეიტის ფეხბურთელები ლეონარდო პონციო და ლეონელ ვანჯონი დაზარალდნენ.