უკრაინული საფეხბურთო კლუბი დნეპრი ევროპის ლიგის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ მატჩში დნეპროპეტროვსკელებმა ნაპოლი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ევგენი სელეზნიოვმა გაიტანა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანურმა სევილიამ იტალიურ ფიორენტინას მოუგო. ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა 27 მაისს ვარშავაში გაიმართება.