ხვალ, 23 აპრილს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" მე-12 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF 2010 გაიხნება.
გამოფენაში ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. 41 საგამოფენო სტენდზე 90 სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი მომსახურებით, ტურებითა და პროგრამებით.
დამთვალიერებს საშულება ექნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სანატორიუმების, პანსიონატების, დასასვენებელი სახლების და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. წარდგენილი იქნება მუზეუმების, თეტრების, გასართობლი კომლექსების შესახებ ინფორმაციაც.
გამოფენის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ კომპანიების წარმომადგენლებთან, გაეცნონ საქართველოში არსებულ ტურისტულ პოტენციალს, დაგეგმონ საზაფხულო დასვენება ტურისტული ფირმების საშუალებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენის პარალელურად გიდებთან დაკავშირებით კონფერენცია, კოსტუმირებული და ფოლკლორული ჩვენება, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაცია, კოქტეილების დამზადება და დეგუსტაცია და სხვა ღონისძიებები გაიმართება.
გამოფენა "ექსპო-ჯორჯიას~ მე-11 პავილიონში გაიხსნება და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.