ეროვნულმა ბანკმა დღეს 7-დღიან #16 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 29 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გასცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. საშუალო შეწონილი განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.
დღესვე, ეროვნულ ბანკში 91-დღიანი #16, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონიც ჩატარდა, რომელზეც 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები ხუთმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.80 პროცენტით, მაქსიმალური 6.10 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.53 პროცენტით განისაზღვრა.