"ლიონელ მესი ფენომენალური თავდამსხმელია. ამიტომ, ბარსელონასთან შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ,"-ასე აფასებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული იუვენტუსის ფორვარდი კარლოს ტევესი ბარსასთან გასამართ შეხვედრას. "გუშინ კარგად ვითამაშეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ ფინალში პირველად მოვხვდით. ჩვენ უნდა მოვიგოთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელი ამოცანა იქნება. ჩვენ ვუპირისპირდებით კლუბს, რომლის ლიდერიც ფენომენალური მესია. ამიტომ, ფინალისთვის საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ,"-აღნიშნა ტევესმა. ტურინელებმა გუშინ ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის რეალი გამოთიშეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე 6 ივნისს გაიმართება.